მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ გსურთ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს, ბრენდინგი უნდა გაითვალისწინოთ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ – დიზაინი, ბრენდის შესაქმნელად, რომელიც შესანიშნავია თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის:
გამოიყენეთ სწორი ფერები
რაც შეეხება ფერებს, აუცილებელია ფერები აირჩიოთ თქვენი მთავარი სათქმელის მიხედვით, რადგან თითოეულ მათგანს აქვს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა. მაგალითად, წითელი ასოცირდება, როგორც ვნება, ახალგაზრდობა და ენერგია. ყვითელი მხიარული, თბილი და მეგობრული ფერია. ასე რომ, მას შემდეგ რაც კარგად გაითვალისწინებთ სხვადასხვა ფერის და მათ ემოციურ ასოციაციებს, შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი ფერები თქვენი ვებსაიტისთვის, თქვენი ბრენდის გზავნილის სწორად გადმოცემისთვის.
იხილეთ ბლოგი: ფერის როლი ბრენდინგში
თქვენი ლოგო მნიშვნელოვანია
ლოგო აუცილებელია ყველა ბრენდისთვის. ასევე დარწმუნდით, რომ ლოგოში გაერთიენებული დეტალები და ფერები გამოხატავდეს და უკავშირდებოდეს თქვენს ბრენდს. Ლოგო უნდა იყოს დასამახსოვრებელი თქვენი მომხმარებლისთვის და ამოიცნონ თქვენი ბრენდი სხვადასხვა არხების საშუალებებით, როგორებიცაა სოციალური ქსელები, მეილებით, ელექტრონული წიგნები და ა.შ.
ქვემოთ მოცემულია ლოგოს რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
სიმარტივე
ორიგინალურობა
მასშტაბურობა
დროული
ვებ საიტი არ უნდა იყოს რთულად გასაგები მომხმარებლისთვის, რადგან ეს ქმნის ბარიერებს კომუნიკაციაში. საიტი უნდა ტოვებდეს კომფორტულ და დახვეწილ შეგრძნებებს. თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ვებ დიზაინის ფონტების და ფერების ტენდენციები, რომ შეინარჩუნოთ თქვენი საიტის თანამედროვეობა. ამგვარი მცირე დეტალები ქმნის საიტს დასამახსოვრებელს და მიმზიდველს.
დაიცავით დიზაინის თანმიმდევრობა
თქვენი საიტის დიზაინი, უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს ნიშნავს, რომ ფერთა პალიტრა, შეტყობინებების სტილი, ფონტები და იკონები არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული ყველა გვერდზე. ნუ დაუშვებთ, რომ საიტის ყველა გვერდი იყოს სხვადასხვა სტილში.
წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდის მთავარი ღირებულება
როდესაც ინტერნეტ მომხმარებლები პირველად მოხვდებიან თქვენს საიტზე, მათ აქვთ კითხვები, როგორიცაა "რა პროდუქტს სთავაზობთ?" ან "გაქვთ გამოსავალი მათი პრობლემის მოსაგვარებლად?" იმისათვის, რომ უპასუხოს ამ კითხვებს უმარტივესი გზით, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ბრენდის მთავარი ღირებულება თქვენს ვებსაიტზე. მისი მნიშვნელობა, უნდა აღწერდეს მარტივად , თუ რა არის თქვენი ბრენდის საქმიანობა და მისი მთავარი დანიშნულება მომხმარებლისთვის. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი ღირებულების პოზიცია მოკლედ, ნათელია და პასუხობს კითხვებს "რა" და "რატომ".
და ბოლოს, თქვენ გაქვთ რამდენიმე საუკეთესო საშუალება, რომ თქვენი საიტის უნიკალურობით, შექმნათ დასამახსოვრებელი ბრენდი