როდესაც საქმე ელ.ფოსტას ეხება, მხოლოდ ორი გზაა: მომხიბვლელი ელ.ფოსტა, რომელიც აღაფრთოვანებს და მოხიბლავს არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს. მეორე შემთხვევაში იქნება გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კარგი დიზაინის მქონე მეილი იგებს ადრესატის გულს. ელ.ფოსტის დიზაინი ხელს უწყობს თქვენი შეტყობინების უკეთ წარმოჩენას. დღეს ადამიანები იმეილისგან მეტს ელიან, ვიდრე უბრალო ტექსტს და მოსაწყენ სურათებს.
1. მხატრული ფოტოგრაფია და ეფექტები
აარჩიეთ თქვენი ბრენდის შესაფერისი სურათები, ეფექტები და ანიმაციები,რომლებიც მხატრულად გადმოსცემს თქვენს სათქმელს და იქნება დასამახსოვრებელი.
2. შექმენით განწყობა გამოსახულებებით
ისევე, როგორც სამხატვრო ფოტოგრაფია, ელექტრონულ ფოსტაში გამოსახულებებს შეუძლიათ შექმნან სწორი განწყობა ან ატმოსფერო. ეს ეხმარება ბრენდის მიმართ სწორი ასოციაციების ჩამოყალიბებას, ლოიალურობასა და აღიარებას.
3. გამოიყენეთ იუმორი და შარმი
არსებობს ელ.ფოსტის დიზაინის დამტკიცებული სხვა იდეებიც, რომლებიც ემოციური რეაგირების წარმოებაში დაგეხმარებათ. იუმორი და შარმი ორი ზოგადი ცნებაა. თქვენ გჭირდებათ სასაცილო ან საყვარელი სურათი მკითხველის ყურადღების მისაქცევად. ეს მოიცავს მემებს, ცხოველების სურათებსა და მულტფილმებს. თუმცა სიფრთხილე გმართებთ. იუმორი მარკეტინგში მარტივი არ არის, რადგან ყველას განსხვავებული იუმორის გრძნობა აქვს. უმჯობესია გამოიყენოთ ზოგადი იუმორი.
4. ფოკუსირება ცენტრალურ გამოსახულებაზე
ეს შეიძლება იყოს ერთი პროდუქტის პოპულარიზაცია, ერთი კუპონის კოდის შეთავაზება ან ვიდეოს ჩვენება. ერთი თემის გარშემო ელ.ფოსტის შექმნა ყურადღებას იქცევს და საუკეთესო გზაა მხოლოდ ერთი გამოსახულებით მთავარი სათქმელის გამოსახატავად და მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
5. გახადეთ საინტერესო თქვენი გზავნილი მკვეთრი ფერების კომბინაციით
ელ.ფოსტის უმეტესობა შესაძლოა საკმაოდ მოსაწყენი იყოს, თუმცა მკვეთრ ფერებს შეუძლიათ მოსაწყენი ვიზუალის რადიკალურად შეცვლა. თანამედროვე მეილის დიზაინის ტენდენციაა მსუბუქი და ძლიერი ფერების გამოყენებით თქვენი ვიზუალის სტიმულირება. თუმცა, თუ თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენი ელ.ფოსტის მხიარული და ყოველდღიური ვიზუალია, გამოიყენეთ მხოლოდ ღია ფერები.
6. ექსპერიმენტები ტიპოგრაფიაში
ტიპოგრაფია არის ვიზუალური ელემენტი, ისევე როგორც ნებისმიერი ფოტოსურათი ან ილუსტრაცია. ფონტი, ზომა და ფერი დაგეხმარებათ გავლენა მოახდინოთ მთავარ სათქმელზე.
ელ.ფოსტის დახვეწილი დიზაინი იწვევს, ბრენდის მიმართ ჩართულობას, ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას. იმისთვის, რომ გქონდეთ საუკეთესო იმეილ გზავნილები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან შედეგებზე, გამოიყენეთ ონლაინ შაბლონები ან მიმართეთ დიზაინერებს, რათა შექმნან ბრენდზე მორგებული იმეილ დიზაინი.
დეა