პროექტ მენეჯმენტი დიზაინერებისთვის: როგორ გავაუმჯობესოთ ყოველდღიური საქმიანობა

პროექტ მენეჯმენტი დიზაინერებისთვის: როგორ გავაუმჯობესოთ ყოველდღიური საქმიანობა
20 იანვარი 2022     3152

პროექტ მენეჯმენტი დიზაინერებისთვის: როგორ გავაუმჯობესოთ ყოველდღიური საქმიანობა


იმეილი სავსე კლიენტების ფოლდერებით და შემოსული შეტყობინებებით. Slack channel-ი სავსე ერთჯერადი მოთხოვნებით და უმნიშვნელო უკუკავშირით. ფურცელზე მიწერილი რამდენიმე მესიჯი და ზარი შეხვდერასთან დაკავშირებული ინფორმაციით. ეს შეიძლება თქვენი, როგორც დიზაინერის, ჩვეული ორგანიზირების და მენეჯმენტის ტიპი იყოს.

როცა შესაძლებელი იყო ამ მიდგომით სარგებლობდით, თუმცა ალბათ უკვე თვლით რომ ეს მეთოდი არასაკმარისად ეფექტური და უსაფრთხოა.

რა ალტერნატივა არსებობს?

შესაძლოა გსმენიათ პროექტ მენეჯმენტზე - ან გიხმარიათ რამდენიმე კომპლექტი - თუმცა მიგაჩნდათ რომ მსგავსი რამეები უფრო სხვა ტიპის აზროვნების ხალხისთვის იყო (ბიზნეს, ტქენოლოგიებში ჩართული, მარცხენა ტვინით მოაზროვნეებისთვის). პროექტ მენეჯმენტი ყოველთვის მაინცდამაინც გამოსადეგი არ ყოფილა დიზაინერებისთვის, იმის გათვალისწინებით რომ კრეატიული ელემენტები (ისეთები როგორებიცაა კოლაბორატიული ფუნციები და აქტივების შენახვა) არ ფიგურირებდა. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და უკვე ბევრი პლატფორმა სერიოზულად უდგება კრეატიულ მომხმარებლებს - ხანდახან კი საერთოდ უპირატესობასაც ანიჭებს მათ.

მოდი უკეთ გადავხედოთ დიზაინერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტ მენეჯმენტის ფუნქციებს და გავარკვიოთ როგორაა შესაძლებელი თქვენი პროცესების ციფრულად გარდაქმნა.

პროექტ მენეჯმენტი, იმეილები, დიზაინი, დიზაინერი, კოლაბორაცია, პროექტები, ორგანიზირება, კრეატიული, კრეატივი, მენეჯმენტი, დახარისხება

ხშირი პრობლემები დიზაინერებისთვის

დიზაინერები ხშირად ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდებიან პროექტების დამზადების პროცესში. მაგალითად Sparxoo-სთვის დიზაინის ყველაზე პრობლემატური ნაწილია წინასწარ დეტალების გარჩევა.

„როდესაც მე არ ვარ ჩართული პირველივე შეხვედრიდან კლიენტთან, რთულია ხანდახან რომ დავეხმარო ჩემს დიზაინერებს როდესაც უკუკავშირი სჭირდებათ,“ ამბობს Janel Gancena, Sparxoo-ს მხატვრული დირექტორი. „თავიდან, არ მქონდა გამოყიფილი სივრცე სადაც შემეძლო მსგავსი ბრიფინგების დეტალების ერთად დახარისხება და მოძებნა, ამიტომ მიწევდა ჩემ დიზაინერებთან ერთად დროის ხარჯვა იმის გასარკევათ თუ რა კონტექსში და რა საწყისი ინფორმაციით იყო განხილული საკითხი, იქამდე სანამ უშუალოდ დახმარებაზე გადავიდოდი.“

„როდესაც პირველადი ბრიფინგი წარმატებულია, შემდეგში ნაკლებად საჭირო ხდება რაიმეს გადახედვა,“ ამბობს Lindsey Chapman-ი, Sparxoo-ს მთავარი სტუდიო დიზაინერი „მსგავსი სტარტი მეხმარება მეც რომ უკეთ წამოვიწყო პროექტი - კონტექსტის გარეშე რთულიან~ ნულიდან თავად მოიფიქრო იდეები.“

Kaeli Hammer-ი, Sparxoo-ს ახალი სტუდიო დიზაინერი იმავეს ფიქრობს „იქიდან გამომდინარე რომ დიდი გამოცდილება არ მაქვს ასაკის გამო ამ სფეროში, შესაბამისად არც ზუსტი პრინციპები რითიც ვხელმძღვანელობ პროცესს, ზუსტად არ ვიცი ხოლმე როგორ შევუდგე საქმეს; ეს ყველაფერი კი მარტივდება, როდესაც ინფორმაცია შენახულია და ბრიფინგის დეტალები ასახული.“

კარგად შენახულ ბრიფინგის ინფორმაციას რომ თავი დავანებოთ, Sparxoo-ს დიზაინერებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემა იყო უკუკავშირის ორგანიზირება. „ძირითადად Slack ჩეთებზე და იმეილებზე ვიყავით დამოკიდებულები, რაც იმას ნიშვნავდა რომ შეტყობინებები ადვილად იკარგებოდა,“ - ამბობს Kaeli.

“იქიდან გამომდინარე რომ ყველა კომუნიკაციის სხვადასხვა გზას ირჩევდა, ინფორმაციაც სხვადასხვა ადგილას გროვდებოდა,“ ამბობს Lindsey. „რაც იწვევდა მომხმარებლისგან მოწოდებული უკუკავშირის ურთიერთწინააღმდეგობების გადაჭრასთან დაკავშირებულ პრობლემებს.“

პროექტ მენეჯმენტი, იმეილები, დიზაინი, დიზაინერი, კოლაბორაცია, პროექტები, ორგანიზირება, კრეატიული, კრეატივი, მენეჯმენტი, დახარისხება

პროექტ მენეჯმენტის აუცილებელი ფუნქციები დიზაინერებისთვის

ამ პრობლემების გათვალისწინებით, PM პლატფორმებიც ამ მხრივ განვითარდნენ გამოსავლის საპოვნელად. დიზაინერებზე ორიენტირებული პლატფორმები ახარისხებენ შემომავალ და გამავალ ინფორმაციას, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს პირდაპირ ჩაებან პროექტში და შესთავაზონ უკუკავშირი კონკრეტულ ფაილებზე ერთ სივრცეში.

რამდენიმე ფუნციაა რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს კრეატიული პროექტების წარმატებაში, მაგრამ მოდი ხაზი ყველაზე ეფექტურებს გავუსვათ.


პროექტების შეთავაზებების შაბლონები


შეთავაზებების ფუნქციით, მომხმარებლებს შეუძლიათ დეტალური ბრიფინგები წარადგინონ პროექტებზე და მოთხოვნილებებზე, რაც მეტად ეხმარებათ დიზაინერებს პროექტის წარმატებულად დამთავრებაში. საკუთარი პროექტის შექმნის და შაბლონების მოთხოვნის ფუნქცია გაძლევთ უფრო მეტ თავისუფლებას ინფორმაციის მოთხოვნასთან მიმართებაში, რომ არცერთი გადამწყვეტი დეტალი არ გამოგრჩეთ ბრიფში. ამით მოხდება პროცესის სტანდარტიზაცია, მკაცრაც გაწერილი პრინციპები მოგცემთ პროექტის დეტალების უკეთესად ორგანიზაციის საშუალებას, რაც ამ უკანასკნელს უფრო მისაწვდომს გახდის.


თანხმობა


კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა თანხმობის ფუქცია. ეს უკუკავშირის პროცესს უფრო ზუსტად მიმართულს ხდის და გვერდს უვლის უწყვეტი იმეილების გზავნას წინ და უკან. დიზაინერებს ეძლევათ საშუალება პირდაპირ ატვირთონ საკუთარი პოტენციური პროდუქციის მონახაზი პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ზუსტად მიუთითოს რომელი სპეციფიური დეტალის შეცვლა სურს. ეს გუნდსაც ეხმარება პროექტის განვითარების დეტალების მეხსიერებაში ჩაბეჭდვაში, რაც მას უფრო მობილიზირებულს ხდის იქიდან გამომდინარე რომ ყოველ წევრს აქვს წარმოდგენა ამ საკითხზე.


ბრენდის საკუთრების ბიბლიოთეკა


ბრენდის საკუთრების ბიბლიოთეკა რთავს დიზაინერებს ნებას რომ ატვურთონ ბრენდის ფერები, ფონტები, ლოგოები და მსგავსი მახასიათებლები მარტივი ხელმისაწვდომობისთვის და დამოწმებისთვის. ფოლდერის სწორი ორგანიზაციით, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის მთლიანი ინფორმაცია ერთ ადგილას შეინახოთ.

პროექტ მენეჯმენტი, იმეილები, დიზაინი, დიზაინერი, კოლაბორაცია, პროექტები, ორგანიზირება, კრეატიული, კრეატივი, მენეჯმენტი, დახარისხება

გამოიყენეთ დიზაინერებისთვის განკუთვნილი პროექტ მენეჯმენტის ხელსაწყო

დიზაინერებს მოსწონთ დროის დახარჯვა კრეატიული ინსპირაციის პოვნაზე და თანაგუნდელებთან ახალი იდეებისთვის კოლაბორაციაზე . ნახევარი საათის დახარჯვა იმეილების ქექვაზე უკუკავშირთან დაკავშირებული პრობლემის გამო არავის მოსწონს. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ პროექტ მენეჯმენტი ბიზნესისთვისაც კარგია - ის გუნდის პროდუქტიულობას 20-25%-ით ზრდის, ხოლო კრეატიული სააგენტოების წარმატების შანს 252%-ით. პროექტის მენეჯმენტის კოლაბორაციულობაზე მორგებული ხელსაწყოების გამოყენებით დაბნეულობას შეამცირებთ თქვენ გუნდში, ექაუნთ მენეჯერებში და მომხმარებლებში. დახარჯეთ დრო იმაზე რაც მოგწონთ - დიზაინზე.
როდესაც კრეატიულ და მარკეტინგულ ჯგუფებს ეკითხებიან პროექტ მენეჯმენტის სისტემებზე, ისეთი ცნობილი პლატფორმების სახელები როგორიც Asana ხშირად გვხვდება. იმისთვის რომ კრეატიულ ჯგუფებს დაეხმარონ განვითარებაში CROW-მ გამოაქვეყნა Asana-ს 10 საუკეთესო ალტერნატივის შესახებ პროექ მენეჯმენტისთვის. როდესაც იპოვით სწორ პლატფორმას კოლაბორაციითვის, ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამთ პროექტის წარმატებისკენ.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე