ამონარიდები Per Galle-ს სტატიიდან "Philosophy of design: an introduction"
ჩვენ დიზაინის ანარეკლს უამრავ ისეთ არტეფაქტში ვხედავთ რომლითაც ვუზრუნველყოფთ და ვინარჩუნებთ ჩვენს გარემოსა თუ სხეულებს; ეჭვი არაა რომ დიზაინი ისეთივე გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, როგორც მეცნიერება და ტექნოლოგია - თუ უფრო მეტს არა. თუმცა ჩნდება კითხვა თუ რა აყალიბებს და რა ახდენს გავლენას თვით დიზაინზე. დიზაინი შესაძლოა ისე განვიხილოთ როგორც სფერო რომელიც ძალზედ დამოკიდებულია ტექნოლოგიურ და მეცნიერულ ცოდნაზე, მაგრამ მისი განხილვა მხოლოდ ამ ჭრილში ვერ გაგვაგებინებს თუ რა არის დიზაინი. სერიოზული ფილოსოფიური შრომაა საჭირო იმისთვის რომ გავიგოთ თვით დიზაინის ბუნება და მახასიათებლები (Galle, 2000); სფერო, რომელსაც ჩვენ პირობითად დიზაინის ფილოსოფიას დავუძახებთ.
თუ ჩვენ ინსაითს, როგორც თავისთავად მიზანს შევხედავთ, პასუხი [იმ კითხვაზე თუ რისთვისაა საჭირო დიზაინი], ზემოთაღნიშნულისგან გამომდინარე საკმაოდ მარტივი მისახვედრია. ამ შემთხვევაში დიზაინის ფილოსოფია გამოსადეგია თუნდაც იმიტომ რომ ის გვთავაზობს ინსაითებს დიზაინზე, რომლებსაც სხვანაირად ვერ მივაგნებდით.
გამოკვლევების წრეების მიღმა, ინსაითის მოპოვების სურვილისთვის საჭიროა მეტი გამართლება და ახსნა. Warftofsky-ის (1979) ფორმულაციის სესხებით და მოდიფიკაციით, მე გთავაზობთ, რომ როგორც მნიშვნელოვანი raison d etre-ი, (დიზაინის ფილოსოფია) გვეხმარება უკეთ გავარკვიოთ, მივიდეთ იმ აზრამდე და გვქონდეს ვარაუდები იმ საკითზე, თუ როგორ ხვდება თვით დიზაინერი რას აკეთებს და არა უბრალოდ როგორ აკეთებს იმას რასაც აკეთებს. ზუსტად მსგავსი გაგება იმის შესახებ თუ რას აკეთებს დიზაინერი (და არა უბრალოდ როგორ) არის ისეთი ინსაითი დიზაინის შესახებ, როგორსაც განვიხილავდი. და ასეთი გაგებისთვის მიღწევა, ჩემი აზრით, მხოლოდ ფილოსოფიური საშუალებებითაა შესაძლებელი, ზუსტად ისე როგორც წარმოდგენილია დიზაინის ფილოსოფიაში. ასეთი გაგება კი, ვიტყოდი რომ, მნიშვნელოვანი საშუალებაა დიზაინერებისთვის.
თუმცა არსებობს მკაცრად მოაზროვნე ტიპის ხალხი, რომელიც აკადემიის "მაღალი კოშკების" მიღმა ცხოვრობს, რომლისთვისაც მეტია საჭირო ვიდრე ინსაითის კონცეფციაზე ანემიური დაყრდნობა, [რომ დარწმუნდნენ მის მნიშვნელობაში]. "გვეხმარება თქვენი "ინსაითები დიზაინის შესახებ" პროდუქციის გაუმჯობესებაში, ბაზარზე აქციების გაზრდაში, ან ინდუსტრიის პროდუქტიულობის მომატებაში?""მსგავსი ხალხისგან ასეთი კითხვები შეიძლება მოვისმინოთ. თუ თქვენც ასე აზროვნებთ, ნუ ელით რომ გიპასუხებთ "კი, გეხმარებათ-ს". არავის შეუძლია მსგავსი პირობების დადება იმ სფერსთან მიმართებაში რომელიც ახლახანს გახდა კვლევის სუბიექტი. ამის მაგივრად შეეცადეთ განიხილოთ უარყოფითი ვარიანტი: ხართ თქვენ მზად რომ თქვენს პროფესიულ დიზაინერებს უთხრათ რომ მთავარია იცოდნენ როგორ გააკეთონ საქმე და არა რა საქმეს აკეთებენ? - ჩემთვის ასეთი პასუხი არაა მიზანშეწონილი თუ თქვენ გსურთ პროდუქციის გაუმჯობესება, ბაზარზე აქციების გაზრდა ან ინდუსტრიის პროდუქტიულობის მომატება.
იმის მიუხედავად რომ არ უნდა გავხდეთ ზედმეტად ინსტრუმენტალისტები ფილოსოფიის შესახებ, ლეგიტიმურია იმის კითხვა დიზაინერს დაეხმარება თუ არა დიზაინის ფილოსოსფიის ცოდნა იმისთვის რომ შექმნას უკეთესი დიზაინები. მე, პირადად, არ ვფიქრობ რომ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვია ასეთ ცოდნასა და დიზაინის ხარისხს შორის (თუმცა ხარისხის პრობლემა დიზაინის ფილოსოფოსებს აინტერესებთ (Baljon, 2002; Kroes, 2002; Trott, 2002), და ერთ დღეს მათ შეიძლება ისეთ ინსაითებს მიაგნონ, რომელთაც პირდაპირი ინტრუმენტალური ღირებულება ექნებათ); თუმცა ფილოსოფიური ინსაითი საკუთარ პროფესიაში შესაძლოა დაეხმაროს დიზაინერს რომ ჩამოყალიბული, კრიტიკული პოზოცია ქონდეს იმის მიმართ რასაც აკეთებს. დამატებით, შესაძლოა კონცეპტუალური და ვერბალური ხელსაწყოების კომპლექტი მიიღოს, რომელიც დაეხმარება იმაზე ფიქრში თუ როგორ გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიის პრაქტიკა (ან - როგორც მინიმუმ - აარიდოს პოპერის მიერ ნახსენებ კატასტროფულ გავლენას სამყაროზე).
მსგავსი მიზეზების გამო, გარკვეული ფილოსოფიური გაგება იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას საქმიანობს [დიზაინერი] შესაძლოა მნიშვნელოვანი დამატებითი კვალიფიკაცია აღმოჩნდეს დიზაინის პროფესორების სტუდენტებისათვის (ინჟინერია, არქიტექტურა, ა.შ). ბოლოს, მნიშვნელოვანია დავამატოთ რომ საგანმანათლებო გარემოში არ უნდა ვუარყოთ დამატებითი მოტივაციური ეფექტის ღირებულება რომელიც დიზაინის ფილოსოფიის ელემენტების სწავლას მოყვება. მაგალითად, ინჟინერიის სტუდენტებისთვის, ჩემი აზრით, არის განსხვავება (ა) საკუთარ თავზე ფიქრსა, როგორც პიროვნებაზე რომელიც სწავლობს მეცნიერული შედეგების გამოყენებას ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად (რაც აბსოლუტურად პატივსაცემია) და (ბ) საკუთარ თავზე ფიქრს, როგორც პიროვნებაზე, რომელიც არტეფაქტების პროსპექტული კრეატიული დიზაინერია, როგორც ადამიანი რომელსაც შეუძლია ფუნქციის და სტრუქტურის დაკავშირება ორივეზე ცოდნის ქონის დაყრდნობით; და როგორც პიროვნებაზე რომელსაც შეუძლია წყნარ სიტუაციაში რელაქსაცია და რეფლექსია დიზაინის მთლიან, მომხიბლავ პროცესზე.
ისეთი პერიოდები, რომლების დროსაც ახალგაზრდებს ანცვიფრებდათ ტექნოლოგიური პროგრესი და გმირულად მიაჩნდათ ზრდასრულ ასაკში საკუთარი წვლილის შეტანა ამ თემაში წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ტექნიკური არტეფაქტების დიზაინის დაუფლება ისეთ დელიკატურ სამყაროში რომელიც ბალანსირდება ტექნოლოგიის საშიშროებებსა და იმედიან პირობებს შორის საოცარი რამაა. ამიტომ, მოდით ვასწავლოთ სტუდენტებს როგორ გააკეთონ ზუსტად ეს; მივცეთ მათ ფილოსოფიური ინსაითი იმაზე თუ რას აკეთებენ, და წავაქეზოთ ისინი რომ იამაყონ იმით რასაც ხედავენ.
წყარო: https://www.researchgate.net/publication/242276576_Philosophy_of_design_an_introduction