ზოგისთვის დიზაინი უბრალოდ ხელოვნების ერთ-ერთი განხრაა და მეტი არაფერი, თუმცა ამ სფეროს ფუნდამენტი აბსოლუტურად სხვა რამაა. სილამაზის და ინსპირაციის შეგრძნება არაა საკმარისი ხარისხიანი დიზაინის შესაქმნელად. ზუსტად ამიტომ ხდება საჭირო განათლების მიღება ისეთ სფეროებში როგორებიცაა ფსიქოლოგია და ფილოსოფია. არა მხოლოდ ხელოვნური ასპექტი არამედ, პრაქტიკული გამოცდილება და გამოყენებითი ცოდნაა საჭირო რომელიც გვეხმარება ეფექტურად მუშაობაში. სწორედ ამიტომ ხდება ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი დარგი დიზაინისთვის.
დიზაინის როლი ფსიქოლოგიაში
დღესდღეობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი. დიზაინერებიც პრაქტიკულად იძულებულები ხდებიან რომ ამ მხრივ შეიძინონ გარკვეული უნარები, რომ დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები. აქვე ჩნდება საჭიროება, რომ უკეთ გავერკვიოთ იმ მიზეზებში და მოთხოვნებში, რომლებიც მომხმარებელს აქვს. Donald A. Norman- ი მის წიგნ "The Design of Everyday Things-ში" გვთავაზობს დიზაინის დეფინიციას, რომელიც მას აღწერს როგორც კომუნიკაციის მედიუმს. იმისათვის რომ დიზაინერმა უკეთესად გაითავისოს მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების და მოტივაციების სტრუქტურული პრინციპები საჭიროა გარკვეული აბსტრაქტული ფილოსოფიურ/ფსიქოლოგიური თეორიებისა და სისტემების გამოყენება.
პროგნოზირების უნარი გვეხმარება დიზაინების ელემენტების უკეთესად ორგანიზირებაში; ეს ყველაფერი კი იმ სივრცეში ხდება, რომელიც მიმართულია მომხმარბლის სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველყოფისკენ.
ხშირად დიზაინერები ფსიქოლოგიასა/ფილოსოფიას თავს არიდებენ იმის გამო რომ ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის რთულია მათში შებიჯება. მაგრამ არაა საჭირო დისერტაციის დაცვა რომ პრაქტიკული გამოყენება ვუპოვოთ გარკვეულ პრინციპებს. თუმცა ეს პრინციპები ყოველთვის მომდინარეობს გარკვეული ეპისტემური კორპუსიდან, ფუნდამენტიდან. ცალკეული, იზოლირებული ინსაითები არაა საკმარისი. ამ სტატიაში Alina Arhipova გთავაზობთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ გადმოსახედს, რომელთა მიზანია რომ თქვენი ყურადღება მიმართონ ანალოგიურ ელემენტებზე რომლებიც თქვენ სფეროში განვითარებაში დაგეხმარებათ.
გეშტალტის პრინციპები
ეს თეორია თითქმის 100 წლისაა თუმცა რელევანტურობა საერთოდ არ დაუკარგავს. სიტყვა "გეშტალტი" ნიშნავს "გაერთიანებულ მთლიანობას" შესაბამისად თეორიაც იმას გამოიკვლევს თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს. ეს ჰოლისტიკური მეთოდი გვთავაზობს დამატებითი ანალიზის საშუალებას იმ პრინციპების მეშვეობით რომლებითაც მომხმარებლები აჯგუფებენ ცვლადებს, მაგ:
მსგავსება. თუ მომხმარებელი თვლის რომ ობიექტები გვანან ერთმანეთს ის მათ გარკვეულ კოლექტივში აღიქვამს; რაც მას საშუალება აძლევს თანმიმდევრულად აღიქვას ელემენტები. ეს დამაჯგუფებელი ფაქტორები ძირითადად ფორმა, ფერი, ზომა, ტექსტურა ან ღირებულებაა.
მომიჯნავეობა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც თვალი ბუნებრივად გადადის ერთი ობიექტიდან მეორეზე.
შეკრულობა. იმ ტენდენციაზე დაყრდნობილი ტექნიკა რომლის მიხედვითაც ჩვენ დახურულ/დასრულებულ ფიგურებს აღვიქვამთ. მაგ: წყვეტილი ხაზებით დახატული მართკუთხედი.
სიახლოვე. როცა ობიექტები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, თვალი მათ აღიქვამს როგორც ჯგუფს და არა ინდივიდუალურ კომპონენტებს, იმის მიუხედავად გვანან ისინი ერთმანეთს თუ არა.
ფიგურა/ფონი. ეს პრინციპი გვაჩვენებს რომ თვალს ტენდენცია აქვს ფონისგან ფიგურა(ები) გამოყოს.
პატერნების ამოცნობა
ალბათ შეგიმჩნევიათ რომ ერთი თემით გაერთიანებულ გვერდებს საერთო პატერნებიც აქვთ დიზაინში. ამის მიზეზი სწორედ მომხმარებლის ფსიქოლოგიაა. როდესაც ადამიანები ასოცირებენ გარკვეულ ელემენტებს რომელიმე პროდუქტთან ისინი უფრო ხშირად შედიან იმ ვებ გვერდებზე სადაც ეს ასოციაცია დაცულია.
მაგალითად როდესაც თმის სტილისტური კომპანიის გვერდზე შედის მომხმარებელი ის არ ელის ღია ფერებს ან კატების სურათებს; თუ მათ დაინახავს - კი შესაძლოა არასანდოთ ჩათვალოს კომპანია.
თუმცა მხოლოდ ფერებს და სურათებს არ აქვთ მნიშვნელობა. ასევე საჭიროა, მაგალითად, ბლოგ პოსტების სია ბლოგის მთავარ გვერდზე ან ფილტრები ელექტრონული კომერციის ვებ გვერდზე. მომხმარებლები მალე ეჩვევიან მსგავს რამეებს და მათი მოცილება არაკომფორტულია.
სკანის პატერნები
სანამ მთლიანად ვებ გვერდის კითხვას დაიწყებენ ადამიანები სკანავენ მას რომ გაარკვიონ აინტერესებთ ის თუ არა. არის რამდენიმე გამორჩეული სკანის პატერნი, მაგ: "F" & "Z" პატერნები,
"F" პატერნი ყველაზე გავრცელებული ტიპის ნავიგაციაა, განსაკუთრებით ისეთი ვებ გვერდებისთვის, რომელთაც დიდი ინფორმაცია აქვთ წარმოდგენილი. მოხმარებელი პირველ რიგში სკანავს ჰორიზონტალურ ხაზს ეკრანის დასაწყისში, შემდეგ ოდნავ ქვემოთ ჩამოდის და ისევ ჰორიზონტალურ ხაზზე ამახვილებს ყურადღებას. და ბოლოს ისინი მარცხენა მხარეს ვერტიკალურად მიუყვებიან გვერდს და ეძებენ საკვანძო სიტყვებს/ფრაზებს აბზაცის პირველ წინადადებებში. ეს ძირითადად ეხება ბლოგებს, news-პლატფორმებს, თემატურ ედიტორიალებს, ა.შ.
"Z" პატერნი ქვია იმ ტიპის ნავიგაციას როდესაც მომხმარებელი ზედა მარცხენა კუთხიდან იწყებს და შემდეგ დიაგონალურად უბრუნდება ქვედა მარცხენა კუთხეს.
ამ პატერნების ცოდნა ეხმარება დიზაინერებს რომ ელემენტები ეფექტურად განათავსონ იმისთვის რომ ადვილად პროგნოზირებადი გახადონ მომხმარებლის ინტერაქციები.
დიზაინში ფსიქოლოგია ეფექტური ხელსაწყოა რომელიც მთლიან შემოქმედებით პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის ისე რომ რეზულტატიც მეტად ორიენტირებულია მომხმარებლზე. ჩვენ რამდენიმე პრინციპზე ვისაუბრეთ, თუმცა თქვენ ბევრად მეტი ინფრომაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ამ მიმართულებით, რომ გააუმჯობესოთ თქვენი დიზაინერული პროცესი.