ERC20-ს სტანდარტი

ERC20-ს სტანდარტი
20 იანვარი 2022     2883

ERC20-ს სტანდარტი

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უკვე პატარა შესავალი გავაკეთეთ ჩვენს ბლოგზე, კრიპტო-ვალუტის სამყარო შესაძლოა ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდეს ჩვეულებრივი ინვესტორისთვის. განსაკუთრებით მათთვის ვისაც ინფორმაცია არ აქვს იმაზე თუ რა არის ბლოქჩეინი ან სმარტ კონტრაქტი. თუმცა კრიპტოს განვითარებას და საინტერესო პირობებს თან მოჰყვა უამრავი ინვესტორი რომელიც აქამდე ალბათ უფრო ფრთხილად შემოაბიჯებდა ამ სამყაროში, თუ საერთოდ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას.

მიუხედავად იმისა რომ ტიპურ ინვესტორს ტექნიკური ინფორმაციის გარეშე შეუძლია თავი ასე თუ ისე გაართვას კრიპტო სივრცეს, მაინც ამ ტიპის განათლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ სახის უპირატესობებისკენ რომლებიც აუცილებელია გქოდნეთ ინვესტირების სამყაროში.

კონკრეტულად ERC20 ეხება scripting სტანდარტს რომელიც გამოყენებულია ეთერიუმის ბლოქჩეინში. ეს სტანდარტი მიუთითებს იმ ნაბიჯებზე რომელსაც ეთერიუმის ტოკენი ან სმარტ კონტრაქტი უნდა მიყვეს. ბუნებრივია ახსნაც და ინსტრუქციაც წინასწარ გათვალისწინებულია. შეგიძლიათ ERC20 შეხედოთ როგორც გაიდლაინებს რომლებსაც ნებისმიერი ახალი ტოკენი უნდა მიყვებოდეს ეთერიუმის ნეთვორქში.

ERC20 სტანდარტი ძირითადი გზა გახდა სხვადასხვა ტოკენების კრიპტო-სივრცეში შექმნის. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ICO-ს და crowdfunding კომპანიებთან მიმართებაში. უკვე ათობით-ათასობით ახალი ტოკენია რომელიც ECR20-ს სტანდარტით არის გამოცემული.

ECR20-ს ბევრი კონტრაქტი გამოყენებულია იმისთვის რომ სხვადასხვა რუტინები და ფუნქციები შესრულდეს ციფრულ სამყაროში, თუმცა ბევრი მათგანი NFT-ების შესაქმნელადაა ICO (პირველადი ქოინის შენატანი) გამოყენებული; ICO გავს საფირმო ბირჟაზე IPO-ს. ორივე შემთხვევაში რომელიმე კომპანია უშვებს ICO/IPO-ს რომ რესურსები მიიღოს სხვადასხვა ინვესტორებისგან იმ სერვისის მისაწოდებლად რომელიც განსაზღვრულია პროექტით.

ნეითან რეიფის (Reiff) მიხედვით Yahoo!-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ERC20-ს დომინირების შესახებ ICO მარკეტზე 2017 წელს; დამატებული იყო ის ფაქტიც რომ ბევრი წარმატებული კრიპტო-ვალუტა სწორედ ERC20-ს პროტოკოლის მიხედვით იყო შექმნილი. EOS-მა, მაგალითად, პოპულარული ERC20-ს სტანდარტის მიხედვით შექმნილმა ტოკენმა $185 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა მის ICO ხუთდღიანი გამოშვების პერიოდის დროს.



ERC20-ს ისტორია

ERC20 ეთერიუმის დეველოპერების მიერ შექმნილია, რაც ზოგადად ეთერიუმის საზოგადოების გამოხმაურებას მოყვა 2015 წელს. 2017-ში კი მან ოფიციალური აღიარება მიიღო. ამ ყველაფრის გასაკეთებლად აუცილებელი იყო ეთერიუმის გაუმჯობესების დოკუმენტის (EIP) დეველოპერების მიერ ატვირთვა რომელსაც შემდეგ შესაბამისი კომიტეტი განიხილავდა, დაადასტურებდა, შეასწორებდა და ბოლოს მიიღებდა. რაც მოხდა კიდევაც.

სმარტ კონტრაქტების ან სხვა მსგავს ელემენტებს უწევთ ამ სტანდარტებში ჩაჯდომა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ერთადერთი მსგავსი საზომია ამ სფეროში.



ERC20-ის შიგთავსი

შეიცავს რამდენიმე ფუნქციას რომელიც ტოკენმა უნდა შეასრულოს:

  • მთლიანი მიწოდება: ინფორმაცის ტოკენების რაოდენობაზე
  • ბალანსი: ინფორმაცია მომხმარებლის ანგარიშის ბალანსზე
  • ტრანსფერი: ახორციელებს განსაზღვრული რაოდენობის ტოკენების ტრანსფერებს ტრანსფერებს სპეციფიურ მისამართზე ან მისამართიდან
  • დადასტურება: კონკრეტული ანგარიშიდან განსაზღვრული თანხის გამოტანა
  • შემწყეობა: გარკვეული რაოდენობის დაბრუნდება გამომგზავნისგან თავდაპირველ მფლობელზე
  • დამატებით ეს ფუნქციები იწვევენ ორ პროცესს: ტრანსფერის და დადასტურების.




ალტერნატივები

ERC20-ს პოპულარულობის მიუხედავად ბევრი ადამიანია რომელიც თვლის რომ ის გარკვეულწილად შეზღუდულია ან ხედავს სტანდარტების გაუმჯობესების პოტენციალს. ამის გამო შეიქმნა ისეთი ალტერნატივები როგორიცაა ERC223, რომელიც ტრანსფერებზე და დადასტურების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.

ERC621 დამატებით კიდევ ერთი ვარიანტია რომელიც დაახლოებით იმავე ფუნქციებს სთავაზობს რასაც ERC20 ისე რომ დამატებით მთლიანი მიწოდების რაოდენობასაც ცვლის. ყოველი ახალი ინოვაცია სტანდარტებს უფრო და უფრო ხვეწს და ანვითარებს.

იკა

იკა