კრიპტო-ვალუტის რეგულაციების კანონპროექტი აშშ-ში

კრიპტო-ვალუტის რეგულაციების კანონპროექტი აშშ-ში
24 იანვარი 2022     2504

კრიპტო-ვალუტის რეგულაციების კანონპროექტი აშშ-ში

AP როგორც იტყობინება, ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესს კანონპროექტის დანერგვაზე რომელიც გააძლიერებს "stablecoin-ების" სახელმწიფო რეგულაცია.

Stablecoin-ები ისეთი ტიპის კრიპტო-ვალუტაა რომელიც პირდაპირ 1:1-ში მაგრდება რომელიმე სხვა აქტივებზე (მაგ: აშშ დოლარზე). ანუ 1 stablecoin = 1 USD-ს მაგალითად. ეს შესაძლებელი ხდება რეზერვების და ცირკულირებული ფულის გათანაბერებით.


კანონპროექტი

22 გვერდიან რეპორტში (რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოვიდა) ფინანსთა სამინისტრო და სხვა რამდენიმე რეგულატორული ორგანო აცხადებს რომ ამ კანონპროექტის მიხედვით stablecoin-ების გამსაღებლები გახდებიან დე იურე ბანკები; რაც ბუნებრივია ითვალისწინებს კანონების და წესების სიას რომლის ქვეშაც მოექცევა ეს სისტემა.

მაგ: ლიკვიდურობის პრობლემის შესარბილებლად ბანკებს ევალებათ ქეშის გარკვეული რაოდენობის რეზერვების ქონა. ასევე დამატებითი შეზღუდვები დაინერგება იმისთვის რომ ფულის გათეთრების და მსგავსი არალეგალური აქტივობების შანსი შედარებით დაბალ დონემდე დავიდეს.



ჯანეტ იელენი, ამერიკელი ეკონომისტი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი (FED) და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, აცხადებს რომ შესაბამისი ზედამხედველობის არ არსებობა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს როგორც კონკრეტულ მომხმარებლებს ასევე მთლიანად სისტემას. კრიპტო-ვალუტა, მისი აზრით, არათანმიმდევრულად, ფრაგმენტულად ექვემდებარება ზედამხედველობას, ზოგი stablecoin-ი კი საერთო რეგულატორული პერიმეტრის მიღმაა.

ამ რეპორტს დიდი ხანია უკვე ელის როგორც კონგრესი ასევე აშშ-ს მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ის მოამზადა ინტერსააგენტო კომიტეტმა, რომელიც ცნობილია როგორც პრეზიდენტის სამუშაო ჯგუფი ფინანსურ ბაზრებზე (ფინანსური სამინისტროს ლიდერობით). ის ასევე მოიცავს FED-ს, SEC-ს და CFTC-ს.

რეპორტის მიხედვით სააგენტო თვლის რომ საკანონმდებლო აქტი მყისიერვე უნდა გაუმკლავდეს იმ რისკებს რომლებიც დაკავშირებულია stablecoin-ებით გადახდებთან.


კრიპტო & სტაბილურობა

სანამ კონგრესისგან პასუხს გავიგებთ, კრიპტომ პატარა ბუმიც და კრიზისიც მოასწრო (განახლების შედეგად). რაც დიდად გასაკვირი არაა მისი ბუნებიდან გამომდინარე. ამავდროულად ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭომ (FSOC), უფრო მასშტაბური კოლექტივი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური სისტემის რისკების აღმოჩენაზე, შესაძლოა დაეხმაროს ინვესტორებს უსაფრთხოების სხვადასხვა ნაბიჯებით გაძლიერებით ისევე როგორც გააკონტროლოს stablecoin-ების გამომშვებების რეზერვები.

ჰოველ ჯექსონმა, ფინანსური რეგულაციის ექსპერტმა ჰარვარდის სამართლის სკოლიდან, განაცხადა რომ ეს აიძულებთ მათ შეუერთდნენ რეგულირებად პერიმეტრს; რაც ხალხის უმეტესობის აზრით კარგი გადაწყვეტილებაა.



ზოგმა რეგულატორმა უკვე ძლიერი პოზიცია დაიჭირა. მაგალითად SEC-ის თავჯდომარემ, გერი გენსლერმა, რომელმაც თქვა რომ stablecoin-ების ფულის გასათეთრებლად, გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად და აშშ-ს ფინანსური სანქიებისგან თავის დასაძვრენად გამოყენება შეიძლება.

Stablecoin-ები ისეთი ტიპის კრიპტო-ვალუტაა, რომელიც გარკვეულ ღირებულებას არის მიმაგრებული (დოლარს, ოქროს, ევროს, ა.შ). ეს ხდის მათ უფრო ხელსაყრელს ფინანსური ტრანზაქციებისთვის, იმის გათვალისწინებით რომ არ ჩნდება მერყევი ინდიკატორების პრობლემა რომელიც ყველა სხვა კოინს აქვს (მათ შორის Bitcoin-საც). Bitcoin-ის ბევრი მფლობელი უკვე თვლის რომ ის სამომავლო ინვესტიციაა (დიდი ალბათობით Meta-ს გამო) და არ აპირებენ მის დახარჯვას პოტენციალური ფასის მომატების გამო. თუმცა განახლების გამოშვების შემდეგ გაყიდვების პატარა ტალღა დაფიქსირდა.

200-ზე მეტი stablecoin-ია რომელიც $130 მილიარდი ღირს დაახლოებით, რაც ექვსჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე შარშან. ისინი ძირითადად გამოიყენება კრიპტო-ვალუტის გასაცვლელად და შემდეგ სხვა ციფრული საკუთრებების საყიდლად (მაგ: Bitcoin). მსგავს ბევრ გარიგებას არააქვს კავშირი ბანკთან, რომელიც მისცემდა პირებს საშუალებას რომ ქეში გამოეყენებინათ.

თუმცა რეპორტმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობას რომ ეს კოინები შესაძლოა საქონლის საყიდლად ან ფულის საზღვარგარეთ გასაგზავნად იყოს გამოყენებული (მაგ: იმიგრანტების მიერ). რაც გვერდს აუვლის ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ გაცვლებთან.



stablecoin-ების ბუმმა სწრაფადვე მიიპყრო რეგულატორების ყურადღება და დააფიქრა ისინი იმ კონკრეტულ კანონპროექტებსა და პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი აირჩევენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. დიდმა ბანკებმაც მსგავსი მოთხოვნა წააყენეს, რადგან ისინი თვლიან რომ stablecoin-ები უსამართლო გამონაკლისებით სარგებლობენ. stablecoin-ების გარკვეულმა გამცემებმაც დააფიქსირეს საკუთარი აზრი და თქვეს რომ რეგულაციებია საჭირო იმისთვის რომ ეს ინდუსტრია ქაოსში არ ჩაიძიროს.


პოტენციური რისკები

უმთავრესი საშიშროება ამ ტიპის კოინებთან მიმართებაში არის რომ ისინი, დიდი ალბათობით, საერთოდ არ იქნებიან სტაბილურები (stable). თუ საკმარისად დიდი თანხა დასჭირდა მომხმარებელს მათ შეუძლიათ "run on bank-ის" პრობლემა შექმნან. ანუ იმდენი ფული გამოიტანონ რომ ბანკმა/ვალუტამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს ან კრიზისში ჩავარდეს. Stablecoin-ების გამცემლები კი ამბობენ რომ მათ ყოველი კოინის რეზერვი დოლარი უჭირავთ რომ გამოსყიდვას ხელი შეუწყონ.

ზოგი გამცემი იძახის რომ ისინი ქეშით და მოკლევადიანი სახაზინო თამასუქით ინახავენ დოლარებს, რომელთა ქეშში კონვერტირება ადვილია. თუმცა რეპორტის მიხედვით ზოგს უფრო სარისკო აქტივებში უჭირავს ქეში (მაგ: მოკლევადიან ბიზნეს სესხებში ანუ საბრუნავ დოკუმენტებში, კორპორატიულ ან მუნიციპალურ ბონებში ან, საერთოდ, სხვა კრიპტოვალუტაში).

თუ ეს აქტივები ჩაიძირება - როგორც მოხდა საბრუნავ დოკუმენტებთან მიმართებაში 2008 და 2020 წელს (კერძოდ გირავნობის საბუთით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში) - მაშინ stablecoin-ისთვის შეუძლებელი გახდება 1:1-ს შეფარდების დაცვა; რამაც შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს ინვესტორებს შორის.



ყველაზე მსხვილი stabelcoin-ის გამცემი, Tether, დაჯარიმდა ნიუ-იორკის შტატის ხელმძღვანელების და CFTC-ის მიერ იმის შესახებ მოტყუების გამო რომ მათი ყველა ტოკენი ეყრდნობოდა დოლარებს და სხვა ფიატ ვალუტებს. ეს ბუნებრივია სიმართლე არ იყო.

რეგულაციების ფართო ქსელი არსებობს რომელიც განაგებს ბანკებს, ფასიან ქაღალდებს, საინვესტიციო ბონებს/ობლიგაციებს, იმისთვის რომ მომხმარებელი დაიცვას და მარკეტს კრიზისები აარიდოს. ფინანსთა სამინისტროს მთავარი ხელმძღვანელები ამბობენ რომ stablecoin-ები ამ ქსელს მიღმა ოპერირებდნენ.

FED-ის თავმჯდომარემ ჯერომ პოველმა, კონგრესის წინ, განახადა რომ თუ მსგავს სისტემასთნ გვაქვს საქმე მაშინ უკეთესია რომ შესაბამისი რეგულაციები ჰქონდეს სახელმწიფოს. რომელიც, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს.


რეაქცია

ზოგი პროგრესული ორგნაიზაცია წინააღმდეგია ახალი კანონპროექტის რადგან თავიდანვე თვლიდნენ რომ ეს გამოიწვევდა მდიდარი პირების მიერ ლობიზმს. რაც მოხდა კიდევაც.

კრიპტო-ვალუტის სამყარომ მნიშვნელოვანი წნეხი იგრძნო; აშკარაა რომ ის რეგულაციების მიღმა ვერ დარჩება.
Circle stablecoin-ის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც USD კოინებს უშვებს (33 მილიარდის ცირკულაციით), ამბობს რომ უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს რომ ბანკად გადაიქცეს. ამას ადასტურებს მისი აღმასრულებელი დირექტორიც.

იკა

იკა