Binance ითხოვს რეგულაციებს

Binance ითხოვს რეგულაციებს
24 იანვარი 2022     2775

Binance ითხოვს რეგულაციებს

AP-ის მიხედვით, Binance-მა, მსოფლიოში ყველაზე დიდმა Bitcoin-ის და სხვა კრიპტო-ვალუტის გაცვლითმა სისტემამ, განაცხადა რომ დროა საერთაშორისო რეგულატორებმა დააწესონ კანონები კრიპტო ბაზრებთან დაკავშირებით. კომპანიამ გამოუშვა "კრიტპოს მომხმარებლების 10 ფუნდამენტალური უფლების" სია გასულ კვირას და მას უნდა რომ მოლაპარაკებები დაიწყოს რეგულატორებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა გაცვლით სისტემებთან.

კომპანია აღიარებს რომ კრიპტო პლატფორმებს აქვთ მოვალეობა დაიცვან საკუთარი მომხმარებლები და დანერგონ ისეთი პროცესები რომლებიც ხელს შეუშლის ფინანსურ დანაშაულს. ისევე როგორც აქვთ მოვალეობა ითანამშრომლონ რეგულატორებთან და პოლიტიკოსებთან იმისთვის რომ ახალი, უსაფრთხო სტანდარტები დაინერგოს.


ჩენგპენგ ჟაო

ეს შესაძლოა ზოგი კრიპტო-ვალუტის მხარდამჭერისთვის უცნაური იყოს იმის გათვალისწინებით რომ ინდუსტრიის პოპულარულობა გარკევულ მხრივ გამოწვეული მისი (ერთი-შეხედვით) დამოუკიდებლობით სახელმწიფოსგან და მისი ორგანოებისგან. თუმცა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენგპენგ ჟაო თვლის რომ რეგულაციები ამ ინდუსტრიაში გარდაუვალია; ეს ნაბიჯი კი აძლევს მის კომპანიას საშუალებას გარკვეული ადგილი ქონდეს მოლაპარაკებებში. დამატებით, კი შესაძლოა ისეთი ხალხიც მოიზიდოს რომელიც კრიპტოს სკეპტიკურად უდგება.



ჟაომ განაცხადა რომ მას უკვე იმ რეგულატორების უმეტესობა დაუკავშირდა გასული წლის განვმალობაში, რომლებიც კრიპტოს თვალს ადევნებენ. კომუნიკაცია კი დიდ ნაწილთან გრძელდება, ამიტომ ჟაო თვლის რომ ეხლა სწორი დროა გლობალური სტრუქტურის დანერგვის მხარდაჭერისთვის.

იგი თვლის რომ მნიშნელოვანია ინდუსტრიის მონაწილეებისთვის გარკვეული როლის თამაში ამ პროცესში. ამატებს, ასევე, რომ ზოგი რეგულაცია თუ ვაკუუმში შეიქმნა, შესაძლოა პრაქტიკული შედეგები გათვალისწინებული არ იყოს, შესაბამისად მათ კარგად ვერ იმოქმედონ.


ახალი ინდუსტრია

რამდენადაც პოპულარული ხდება კრიპტო-ვალუტა მით უფრო ხშირად ისმის რეგულაციებზე, რისკებზე და პროგნოზებზე საუბარი. მსხვილი ბიზნესები, პროფესიონალი ინვესტორები და ელ სალვადორის მთავრობაც კი კრიპტო-სამყაროში ერთვება; მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ ამ სფეროს ღირებულებას.

Binance-ის ეს მოთხოვნა ზოგს უოლ-სტრიტზე ახსენებს იმ მიდგომას რომელსაც მსხვილი კომპანიები იყენებენ სხვა ქაოტურ ინდუსტრიებში.

გილ ლურიას, D.A Davidson-ის ტექნოლოგიურ სტრატეგის, თქმით Binance აკეთებს იმას რაც Uber-მა და Lyft-მა გააკეთეს. ისინი აწყობენ ბიზნეს რეგულაციებამდე, ხოლო როცა გარკვეულ დონემდე მივლენ, აღიარებენ რეგულაციების საჭიროებას და ერთვებიან მათი ჩამოყალიბების პროცესში.

ჟაომ თქვა რომ Binance-ს აწყობს რეგულაციები მრავალი მიზეზების გამო. ერთ-ერთი უმნიშნელო მიზეზი ეგოისტურია: რეგულირებულ ინდუსტრიაში ნაკლები კონკურენტი დარჩება. პატარა მოთამაშეები ქრებიან.



ეს ნაბიჯი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით რომ Binance-მა შესაძლოა სტოკების/აქციების გაყიდვა დაიწყოს შემდეგ წკებში (რისი იმედიც აქვს ჟაოს). კონკურენტმა, Coinbase-მა, უკვე მოიზიდა $74 მილიარდიანი საბაზრო ღირებულება უოლ-სტრიზე.

ასეთმა შესაძლებლობებმა როგორც ინვესტორები ასევე რეგულატორებიც მიიზიდეს.


KYC & ინფორმაციული პრობლემები

ანალისტებმა განაცხადეს რომ ისინი Binance-ისგან თანხმობას ელიან ტრანზაქციების აღრიცხვის მიწოდებაზე რეგულატორებისთვის (ისინი გადამოწმდება ტერორიზმის დაფინანსებაში და მსგავს საკითხებში). Binance-ის ერთ-ერთი "ფუნდამენტალური უფლება", რომელიც დაცული უნდა იყოს მათი აზრით, არის მკაცრი რეგულაციები დერივატივების და ბერკეტიანი ინსტრუმენტებისთვის (აქ რისკიც და მოგებაც მაღალია).

ჟაოს მიხედვით, რეგულატორების უმეტესობა ფოკუსირდება KYC (know your customer) წესებზე, სადაც ფინანსური კომპანიები ცდილობენ იმის გარკვევას თუ ვინ ხმარობს მათ სერვისებს. ისინი ასევე უფრთხილდებიან მომხმარებელთა უსაფრთხოებას.

თუმცა ამ სიტყვების ინტერპრეტაცია, ჟაოს თქმით, სხვადასხვანაირად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. მაგ: აშშ-სთვის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა არის ბრძოლა ტერორიზმზე, ხოლო ჩინეთისთვის საყურადღებოა ფულის სახელმწიფოდან გატანის შემთხვევები.



კემპბელ ჰარვიმ, Duke უნივერსიტეტის ფინანსურმა პროფესორმა, თავის წიგნ "DeFi and the Future of Finance" განაცხადა რომ რეგულატორები ჯერ კიდევ ვერ სვდებიან ახალი ტექნოლოგიების შესაძლო შედეგებს და ცდილობენ ბალანსი დაიცვან ინვესტორების დაცვასა და ინოვაციების ხელის შეშლას შორის. ეს ბუნებრივია ძალიან რთული საქმეა ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი თუ პერიოდულ ლაფსუსებთან გვექნება საქმე.

სპეკულაციები იმაზე თუ როგორი ტიპის რეგულატორული შეზღუდვები დაწესდება კრიპტო-ვალუტებზე აყოვნებს ისეთი ინსტიტუციურ ინვესტორებს, როგორიც საპენსიო ფონდია, კრიპტოში დაბანდებისგან.


პოტენციური გამოსავალი

ამ ყველა კომპლექსური დეტალის გათვალისწინებით, ჰარვი თვლის რომ საუკეთესო გამოსავალი აშშ-ს მთავრობისთვის არის ახალი სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც იქნება კრიპტო-ვალუტაზე და მის ეკოსისტემაზე ზრუნვა.

ჟაომ, რომელიც მხოლოდ Bitcoin-ის და Binance-ის კოინებს ფლობს, თქვა რომ კრიპტო-სამყაროს სხვადასხვა ნაწილი ხან ფასიან ქაღალდებს გაქვს, ხან საქონელს ხან ვალუტას. ეკოსისტემა კი დღითიდღე იზრდება, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს შეუძლია ახალი ტოკენების რამდენიმე მაუსის ღილაკის დაჭერით შექმნა.

მისი აზრით, ხალხმა შეიძლება არასწორად ჩათვალოს რომ კრიპტო მხოლოდ ერთ ელემენტს შეიცავს. როცა სინამდვილეში ტრადიციული საკუთრებების მიმოცვლის გაუმჯობესება შეუძლია მისი ტექნოლოგიით.

იკა

იკა