ფილიპო ტომაზო მარინეტის მიერ 1909 წელს დაწერილი ფუტურისტული მანიფესტი პირველი შემოქმედებითი მანიფესტი იყო, რომელიც ეხებოდა იტალიიის პოლიტიკურ და სოციალურ სტატუს კვოს გრაფიკულ დიზაინში. სწორედ მარინეტის დამსახურებაა შემოქმედებითი მანიფესტების სიხშირის მომატება 20 საუკუნის განვმალობაში. სტივენ ჰელერი განსაზღვრავს მანიფესტს, როგორც მოწოდებას მოქმედებისკენ, დაპირისპირებული მოძრაობების დასაბამს, ინდივიდუალური აზროვნების განდიდებას და თანამედროვე პოლიტიკის და კულტურის წინააღმდეგობის საშუალებას ისევე როგორც სიმართლის ძალაუფლების განმტკიცების იარაღს (Heller, 2002:99)
კენ გერლანდის მიერ, ლონდონში, გამოშვებული 1964 წლის მანიფესტი "First things first" არის პრიორიტებების შეცვლის მცდელობა. ის გვთავაზობს რომ გრაფიკულ დიზაინს შევუთავსოთ უფრო გრძელვადიანი და გამოსადეგი გამოყენება. ამ მანიფესტს 22-მა მისმა კოლეგამ მოაწერა ხელი, მათ შორის მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ფოტოგრაფებმა და დიზაინერებმა. შემდეგ კი - 400 ასლად გამოიცა იმავე წელს (Poynor, 2001:137)
უამრავმა ქვეყანამ არა მარტო მოითხოვა ამ მანიფესტის ასლები არამედ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა გერლანდს (მისი დაპატიჟებით). მანიფესტის მიზანი არ იყო სამუშაო პროცესის ხალისისგან დაცლა ან მარკეტინგის აკრძალვა, ეს მაშინ (და არც ეხლა) პრაქტიკული მიზანი არ ყოფილა. განცხადება საუბრობს იმაზე რომ გრაფიკული დიზაინერები, რომლებიც ფოკუსირდებიან მარკეტინგზე და ბრენდინგზე პირდაპირ არიან პასუხისმგებლები იმ გარემოზე რომელსაც ფუნდამენტური გავლენა აქვს ხალხის აზროვნების პროცესზე, ისევე როგორც მათ ქცევაზე (Poynor, 2001:147).
მანიფესტი გამოვიდა იმისთვის რომ გრაფიკული დიზაინერებისთვის ცხადი გამხდარიყო რომ მათი უნარების და გამოცდილების გამოყენება ბევრად უფრო სარგებლიანი მიზნებისთვის შეიძლებოდა, მაგალითად, უფრო ღრმა აზრების გამოსახატად, იმ სისტემის და კულტურული კონტექსტის გათავისებით რომელშიც ცხოვრობენ, ხმარობენ პროდუქციას და კომუნიკაციას აწარმოებენ. გერლენდი ახსენებს მარტივ აქტივობებს, რომელზეც დიზაინერები დროს ხარჯავენ (სიგარეტების, ალკოჰოლური სასმელის, კაზინოების რეკლამირება) იმის მიუხედავად რომ ამით საზოგადოებას და ქვეყანას არაფრით ეხმარებიან.
ოდრი ბენეტი, თავის "Design Studies-ში" (2006) ამატებს რომ 1964 წლის "First things first" მანიფესტი იმის გარდა რომ ყურადღებას ამახვილებდა ისტორიულ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ მიდგომაზე გრაფიკულ დიზაინში, ასევე აქეზევდა დიზაინერებს რომ უფორ მეტი ეფიქრათ საკუთარ როლზე საზოგადოებაში. ანუ, რომ მათ მეტი დრო უნდა დაუთმონ იმ საქმის გაგებას რასაც აკეთებენ იმის მაგივრად რომ საკუთარ რესურსები უბრალოდ კომერციულ ინტერესებს მიმართონ. როგორც თვით გერლანდი აღიარებს, მანიფესტის გამოცემიდან 2 წელში ინტევრივიუში, მისი მიზანი პუბლიკის მიმართვაა. სწორედ პუბლიკაა დიზაინერის პროდუქციის მიმღები და ზუსტად მისი ინტერესები უნდა იყოს პრიორიტეტული (Garland, 1968).
დოკუმენტის პოზიტიური მიღება ნაწილობრივ მისი გამოშვების დროით იყო განპირობებული. Rick Poynor-მა (2001) აღნიშნა რომ 60-იანებში გრაფიკული დიზაინი ნელ-ნელა ითვლებოდა პროფესიონალურ აქტივობად. ამ პერიოდისთვის ბრიტანულ ეკონომიკას ახასიათებდა არამარტო სერიოზული აღმავლა, არამედ, კონკრეტულად გრაფიკულ დიზაინი, ახალი, პოტენციალებიც სავსე სფერო ჩანდა, რომლის შეცვლაც უკეთესობისკენ რეალური შესაძლებლობა იყო; ისევე როგორც იმ ხალხზე გავლენის მოხდენა, რომელსაც სერიოზული ძალაუფლება ჰქონდა ამ სფეროში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მანიფესტმა ინტერნაციონალური პოპულარულობა მოიპოვა, ხალხს ის მაინც ასე თუ ისე მალე გადაავიწდა, და დღეს ნაკლებად რელევანტურად ითვლება. გერლანდი, Eye magazine-ში (1994), ამას გარკვეულ წილად რეგანის და ტეტჩერის ძუნწ მეთოდებს აბრალებს; ისევე როგორც მათ მიერ სოციალური პრობლემების აბსოლუტურად უგულებელყოფას. მათთვის დიზაინი უბრალო მარკეტინგული, ფულის კეთების ხელსაწყოს გარდა არაფერი იყო.
თვით დისკუსიამ და გარჩევებმა მაინც გამოიწვია საყურადღებო შედეგები დისციპლინის გაგების და მისი ტელოსის განსაზღვრის მიმართ.
შესაბამისად, Bennett-ი (2006) ამბობს რომ საზოგადოების ჩართვამ დიზაინურ პროცესში გამოიწვია საკვლევი მეთოდოლოგიის, დიზაინერების მიერ, გადაფასება კრეატიულ პრაქტიკაში. ამიტომ ავტორობა ითვალისწინებს ვერბალურ, ვიზუალურ და კრიტიკული აზროვნების უნარებს, ის აძლევს საშუალებას დიზაინერებს ახალი ფენომენი შემოიღონ დარგში - გრაფიკული დიზაინი როგორც ავტორების და კო-ავტორების სივრცე და არა ესთეტიური კონსუმერიზმის ხელსაწყო.
რომ შევაჯამოთ, რადგან გარფიკული დიზაინერის როლი არის მკვლევარის, მწერლის და კრიტიკული მოაზროვნისთვის განკუთვნილი როლი ის ითვალისწინებს ფუნდამენტურ, ძირეულ განათლებას ისევე როგორც სოციალურ პასუხისმგებლობას, სამიზნო აუდიენციის გაზრდას, ისტორიის და დიზაინის პრინციპების გათვალისწინებას. ისეთი პუბლიკაციები როგორებიცაა: “Obey the Giant” (2001), “Looking Closer 4” (2002), “Citizen Designer” (2003) და Design Studies (2006) ამახვილებენ ყურადღებას ღირებულ ასპექტებზე, რომლებზეც საუბრობს მანიფესტი. შედეგი კი ისაა რომ, დიზაინერებს ეძლევათ საშუალება ახალი პერსპექტივით შეხედონ საკუთარ საქმიანობას და უფრო ღირებულ საქმიანობას შეუდგნენ. შესაბამისად, აქვე ჩნდება არაპირდაპირი კომუნიკაციის და გამოკლევის ჩატარების უნარების გაუმჯობესების პოტენციალი, ისევე როგორც პასუხიმგებლიანობის ცნების უკეთ გაგების საშუალება.
რედაქტირებული ამონარიდები Hubert Mietkiewicz-ის სტატიიდან "First things first"