ვებ-ხელმისაწვდომობა

ვებ-ხელმისაწვდომობა
23 იანვარი 2022     3951

ვებ-ხელმისაწვდომობა

ვებ-ხელმისაწვდომობა უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება გრაფიკულ დიზაინში. ეს ეხება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც თვით-იდენტიფიცირებას ახდენენ ქმედუუნარობასთან არამედ დანარჩენ მომხმარებლებსაც.

რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება თვენი ვებ გვერდი მით უფრო ნაკლები პრობლემა იქნება სხვადასხვა სიტუაციობრივი თუ პიროვნული ფაქტორები, რომლებიც ხშირად გაღიზიანებას ან ინტერესის დაკარგვას იწვევენ.

დამატებით თქვენ შესთავაზებთ თქვენს მომხმარებლებს ისეთ პირობებს, რომელსაც საქართველოში პრაქტიკულად არ არსებულია. ამით, გექნებათ საშუალება გამოხატოთ ინოცატიურობა და ორიგინალურობა, პირველ რიგში კი - ეთიკურობა.

Kanopi გთავაზობთ ვებ-ხელმისაწვდომობის რამდენიმე კარგ ხელსაწყოს. ისინი დაგეხმარებიან, რომ თქვენი ვებ საიტები მზად იყოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.


ხელსაწყოები

ჩამოთვლილი ხელსაწყოების უმეტესობა A11Y ტესტინგში გამოყენება შეიძლება და ასევე ბრაუზერის გაფართოებებია. სატესტო ხელსაწყოებს, რომლებსაც გავარჩევთ არის: Axe, Lighthouse, Tota11y & Siteimprove


Lighthouse

Lighthouse არის ქრომში ჩამონტაჟებული აუდიტის ხელსაწყო რომელიც ზოგადად ტესტავს ვებ-გვერდის პარამეტრებს, SEO-ს, სხვადასხვა პრაქტიკებს და ხელმისაწვდომობას. Lighthouse-ს ფუნდამენტი (ხელმისაწვდომობის მხრივ) Axe- არის, რომელიც open source ხელმისაწვდომობის გატესტვის კომპლექტია ვებსაიტებისთვის და სხვა HTML-ზე დაფუძნებული ინტერფეისებისთვის. როდესაც ტესტი აქტიურდება, Lighthouse ზომავს ვებ გვერდის მაჩვენებელს 100-მდე ნებისმიერი იმ ასპექტისთვის, რომელიც ვახსენეთ.

Lighthouse-ს უპირატესობა არის ის ფაქტი, რომ იგი პირდაპირ ჩამონტაჟებულია Chrome-შია და ტესტის რეზულტატები გთავაზობ ძალიან კარგ გვერდის მიმოხილვას, A11Y-ს მხრივ.





Axe

Axe-ს ხმარება შესაძლებელია როგორც CLI (command line interface) ხელსაწყოდ ან Chrome-ის ბრაუზერის გაფართოებად. იმის მიუხედავად რომ Lighthouse ხმარობს Axe-ს, თვითონ Axe გთავაზობთ უფრო სპეციფიურ, გრანულირებული შედეგებს და რჩევებს პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. ის ასევე გაძლევთ შესაძლებლობას რომ ყალბ პოზიტივებს თავი აარიდოთ და აუმჯობესებს სიზუსტეს, ანუ, ერთი და იგივე შენიშვნა რამდენჯერმე არ ვარდება თუ არ გსურთ.





Siteimprove

Siteimprove ძალიან დეტალური A11Y ტესტინგ ხელსაწყოა, რომელიც Chrome-ის გაფართოების ფორმაშიც შეგიძლიათ დააინსტალიროთ. Siteimprove განიხილავს პრაქტიკულად ყველა წვრილმანს, რომელიც ხელმისაწვდომის საუკეთესო პრაქტიკასთანაა დაკავშირებული.

დამატებით, სასიამოვნო ასპექტი Siteimprove-ის არის რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზების საშუალება იმისთვის რომ გაფილტროთ კონფორმირებულობის დონით, სერიოზულობით და პასუხისმგებლობით.

კონფორმირებულობა გულისხმობს სამ სხვადასხვა რანგს იმის მიხედვით თუ რამდენად ხელმისაწვდომია ვებ გვერდი. ეს რანგები შემდეგია: "A", "AA", & "AAA", რომელსაც WCAG (ვებ კონტენტის ხელმისაწვდომის გაიდლაინები) ადგენენ. "AAA" - ბუნევრივია ყველაზე უკეთესია ანუ თქვენი გვერდი მეტად ხელმისაწვდომია.

Siteimprove-ის კიდევ ერთი უპირატესობაა სექციების უფრო დეტალურად განხილვა რომ კონკრეტულ ელემენტზე მიიღოთ ინფორმაცია და რეკომენდაციები. ისევე როგორც ლინკი სპეციფიურ კოდზე dev tools-ში და მოცემული პრობლემის ექტერნალური დოკუმენტაცია.


Siteimprove-ის ლოგი


Tota11y

Tota11y-ს აქვს "screen reader wand" ფუნქცია რომელიც ასიმულირებს გვერდის მკითხველს თქვენი საიტის ნავიგაციის დროს. ეს ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტია. Tota11y აქვს ანოტაციების ფუნქცია ისეთი რამეებისთვის როგორებიც alt tag-ებია, heading-ები, კონტრასტი, ა.შ.





შეჯამება

ეს ხელსაწყოები მხოლოდ პატარა შესავალს წარმოადგენენ ხელიმისაწვდომობის სამყაროში.

თუმცა დღეს-დღეობით უფრო და უფრო ცუდი იდეა ხდება ხელმისაწვდომობის უგულებელყოფა, განსაკუთრებით თუ თქვენს ბიზნესს პრეტენზია აქვს პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლიანობაზე და ეთიკურობაზე.

დიზაინი არის ხელობა, რომელიც სწავლობს როგორ ფიქრობს და როგორი სურვილები აქვს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს. შესაბამისად ემპათია, სხვისი თვალით რაიმეს დანახვა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ყველა კარგ დიზაინერს უნდა ქონდეს.

ეს ხელსაწყოები დაგეხმარებათ განავითაროთ ზემოთნახსენები უნარი, გააუმჯობესოთ თქვენი ვებ-გვერდიც, ბიზნესიც და მომხმარებლის შთაბეჭდილება თქვენს საიტზე.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა