არის პერიოდები როდესაც სოციალური მედიის პრობლემები გვაფერხებს ჩვენს საქმიანობაში. კერძოდ, არც თუ ისე იშვიათია არა მარტო საიტების პირდაპირ გათიშვა არამედ მათი ფუნქციონირების შენელებაც.
ლორი შექტერი (Shecter), weareimmediate-დან გთავაზობთ სხვადასხვა დავალებებს იმ სიტუაციისთვის როდესაც საქმე მსგავს პრობლემასთან გვაქვს; ან თუნდაც როდესაც დამატებითი თავისუფალი დრო აღმოგვიჩნდება:
ვებსაიტის განახლებები
- შეამოწმეთ მთავარი გვერდი და გადაამოწმეთ საკმარისად დამაინტრიგებელია ის თუ არა
- შექმენით ახალი ქეისები, ისტორიები, ვიდეოები
- შეამოწმეთ Google Analytics და თქვენი ტრაფიკის მონაცემები
- დააინსტალირეთ ისეთი უფასო software-ები როგორებიცაა Mouseflow ან Hotjar რომ შეამოწმოთ თქვენი ვებ-გვერდის პრობლემები
- შექმენით ახალი ბლოგი, რომელიც საძიებო სისტემებზე ოპტიმიზირებულია - ახსენეთ საკვანძო ფრაზა რამდენჯერმე
- შეამოწმეთ რომ გაქვს ისეთი plugin როგორც YOAST-ია (Wordpress-თან მუშაობს) SEO-ს მხრივ
- დაგეგმეთ კონტენტის განაწილება შემდეგი თვისთვის. Trello ამისთვის კარგი ხელსაწყოა
სოც-მედია
- შექმენით შემდეგი 5 დღის სოც-მედიის პოსტები. Trello ან Asana დაგეხმარებათ დაგეგვმაში.
- გადაამოწმეთ რომ თქვენს ვებ-გვერდზე განთავსებულია სიახლე რომელიც შეესაბამება ამ პოსტებს
- დადგეგმეთ :30 ან :60 ვიდეო სერიები შემდეგი თვისთვის
- გამოიკვლიეთ ისეთი ხელსაწყოები პოსტებისთვის, როგორიც Onlypult-ია
- გამოიკვლიეთ ისეთი ხელსაწყოები დიზაინისთვის, როგორიც Figma-ა (რომელიც უფასოა)
- მოძებნეთ სასურველი ფოტოები Unsplash-ზე, Pixabay-ზე ან Adobe-ზე.
- შეამოწმეთ Google business ფეიჯები, თქვენი პოსტები და მიმოხილვები
- მიმოიხილეთ თქვენი Linked-in ბიზნეს პროფილი, შექმენით პოსტები, ა.შ.
სხვა მარკეტინგული საშუალებები
- განაახლეთ თქვენი მეილების სია
- შეამოწმეთ Apollo.IO რომ ნახოთ როგორ გაზარდოთ თქვენი იმეილის სია
- შეამოწმეთ როგორ მუშაობს თქვენი "გამოიწერეთ შეტყობინებების" ტაბი
- დატესტეთ ახალი იმეილ software (მაგ: Yesware)
იკა ნიჟარაძე