ვებ-გვერდის ფორმატირება: კარგად დიზაინირებული საიტის ანატომია

ვებ-გვერდის ფორმატირება: კარგად დიზაინირებული საიტის ანატომია
23 იანვარი 2022     3189

ვებ-გვერდის ფორმატირება: კარგად დიზაინირებული საიტის ანატომია

ვებ-გვერდის ფორმატირება ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორია თქვენი ონლაინ ბიზნესის პოპულარიზაციაში. მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა საყურადღებო დაბრკოლებებს შეხვდეთ ეს ასპექტი მომხმარებლებისთვის ბევრს წყვეტს. ფორმატირებამ შესაძლოა როგორც ღმად დააინტრიგოს თქვენი მომხმარებელი ასევე მოანდომოს თქვენი საიტის დატოვება.

Wiredimpact-ი როგორც გვეუბნება, პრაქტიკულად ნებისმიერ ვებ-გვერდზე, დიდი ტექსტის საინტერესო ვებ-კონტენტად გადაქცევის საშუალება არსებობს, თუ ამ საკითხს ყურადღებით მივუდგებით.


საუკეთესო ვებსაიტ ფორმატინგის პრაქტიკები


არსებობს გარკვეული საერთო მახასიათებლები რომლებიც კარგად დიზაინირებულ საიტების საერთო აქვთ





ყოველი სექციის ბოლოს გადაამოწმეთ რომ თითოეული ელემენტი გათვალისწინებული გაქვთ


სკანირებადი კონტენტი

ონლაინ კონტენტი განსხვავდება დაბიჭდილისგან. ონლაინ მკითხველებს მოსწონთ სკანირებადი კონტენტი რადგან იგი აძლევთ მათ საშუალებას სწრაფად ჩაიკითხონ გვედი, მალე შეავლონ თვალი დეტალებს; ისე რომ დამატებითი დროის და ენერგიის დახარჯვა არ მოუწიოთ მთლიან გვერდზე.


  • გამოიყენეთ "heading-ები" რომ დაყოთ კონტენტი
  • ტექსტის პატარ-პატარა ნაწილებად ჩაშლა ეხმარება ზემოთხსენებულ მომხმარებლებს ადვილად დასკანონ თქვენი კონტენტი. როდესაც იცვლება თემა რეკომენდირებულია შეიცვალოს heading-იც.
  • როდესაც რამდენიმე heading სტილი არის ხელმისაწვდომი, დაიწყეთ heading 2-ით (heading 1 სათაურებისთვისაა ტიპურად გამოყოფილი) და ამგვარ ნუმერაციას მიყევით ვებ-ხელმისაწვდომობისთვის.






გამოიყენეთ ბულეტები სიებისთვის

იმისთვის რომ კონტენტი უფრო ადვილი დასასკანი იყოს, გრძელი წინადადებების ბულეტებად გადაკეთება საკმაოდ კარგი იდეაა.


გადაამოწმეთ სკანირებადობა

ონლაინ მკითხველები ელიან რომ თქვენი კონტენტი ადვილად სკანირებადი იქნება. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ რომ ეს მოლოდინი გაამართლოთ


  • ყოველ გვერდს აქვს ჰედერები თემების დასაყოფად
  • ყოველი ჰედერი მარტივი გასაგებია
  • მომხმარებლებს, რომლებიც სკანავენ, არ უწევთ 3-4 აბზაცზე მეტის კითხვა ჰედერის გარეშე
  • სიები გვერდზე ფორმატიურებულია ბულეტებით



ლიმიტირებული bold & italics

ზედმეტი bold & italics (განსაკუთრებით ერთად) არასასიამოვნო საკითხავია. ისევე როგორც ტექსტის ფერებით გადავსება. იმის მაგივრად რომ ყურადღება გადაატანინოთ რომელიმე აბზაცზე ის პირიქით ხელს უშლის მომხმარებელს კითხვაში.


  • Bold ტექსტი გამოყენებულია მნიშნელოვანი ფრაზების ან წინადადებების აღსანიშნად იმისთვის რომ უფრო ადვილი იყოს დასკვანვა
  • Bold ტექსტი ერთ წინადადებაზე გრძელი ძალიან იშვიათ შემთხვევებში ჯობს იყოს.
  • Italics გამოყოფილია სპეციალური ტერმინოლოგიისთვის ან პუბლიკაციის სწორი ფორმატისთვის.



ვიზუალი

ონლაინ მკითხველები ვიზუალზე ორიენტირებულნი არიან. როდესაც შესაძლებელი დაამატეთ შემდეგი ვიზუალური კომპონენტები:

  • სურათები
  • ვიდეოები
  • იაქონები
  • გრაფიკები
  • ღილაკები
  • CAT


ვიზუალს შეუძლია თქვენი გვერდი უფრო დამაინტრიგებლად აქციოს და ყურადღება გაამახვილოს ამა თუ იმ ელემენტზე, სურვილისამებრ.





შეამოწმეთ თქვენი ვიზუალური ელემენტები რომელიმე ფეიჯზე:

  • გვერდი შეიცავს მინიმუმ ორ ვიზუალურ ელემენტს (უკეთეს ვარინატში ორზე მეტს)
  • ვიზუალური ელემენტები კონტენტთან დაკავშრებულია და სტრატეგიულად განლაგებულია იმისთვის რომ ყურადღება მიიქციოს.
  • სურათებს სწორი გაფართოებები აქვთ, არც ზედმეტად დიდი რომ შეანელოს გვერდი და არც ზედმეტად უხარისხო.
  • პატარა სურათებზე დააკვირდით რომ თქვენი ტექსტი შესაბამისადაა მის გარშემო განლაგებული
  • შეგიძლიათ ვიზუალურ ელემენტებს შორის სივრცე გამოიყენოთ რომ ზედმეტი სიმჭიდროობის შეგრძნება არ იყოს


შეამოწმეთ ინტერნალური ლინკები

  • აქვს თუ არა თქვენს გვერდს მინიმუმ ერთი ლინკი თქვენი საიტის სხვა გვერდზე?
  • დალინკი ტექსტი ცხადად აჩვენებს თუ არა მომხმარებელს ის სად გადაყავს?
  • არის დაკავშირებული კონტენტი დალინკული იმის მაგივრად რომ გამეორებული იყოს გვერდზე?






ვებ-დიზაინის ანატომია არაა ზედმეტად რთული თუმცა დროს და ძალისხმევას მოითხოვს. იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ რომ უცებ გადახედოთ თქვენ ვებ-გვერდებს და თუ სადმე მინუს აღმოაჩენთ ჩაასწოროთ.



კონსისტენტური ფორმატინგი


თქვენი ორგანიზაციის სურვილების და მიზნების მიხედვით შესაძლოა ეს პრაქტიკები უფრო პერსონალური და მოდიფიცირებული გახადოთ. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ რომ სტანდარტული პრაქტიკებით დალაგებული ელემენტები და თქვენი სურვილით დალაგებულები ზედმეტად ცუდ კონტრასტს არ ქმნიდნენ.

იმისთვის რომ გადაამოწმოთ არის თუ არა თქვენი ფორმატირება კონსისტენტური მთლიანი საიტის მასშტაბით ჯობს შექმნათ სტილის გაიდლაინები იმისთვის რომ მათ მიხედვით ააგოთ დანარჩენი გვერდები

თქვენი სტილი გულისხმობს თუნდაც bold-ის ან italics-ის გამოყენების ტენდენციებს. შეეცადეთ ბალანსი დაიჭიროთ კრეატიულობასა და ორგანიზირებულობას შორის.

იკა

იკა